სინდისის პატიმრის, საბა ჯიქიას ოჯახის წევრების და მეგობრების აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

10.07.25 19:45
სინდისის პატიმრის, საბა ჯიქიას ოჯახის წევრების და მეგობრების აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ტელევიზიის ახალ შენობასთან სინდისის პატიმრის, საბა ჯიქიას მეგობრები, ოჯახის წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ საზმაუზე განსაკუთრებით უნდა ისმოდეს სინდისის და პოლიტიკური პატიმრების ხმა, რადგან ეს ერთადერთი არხია, რომელსაც სასამართლო სხდომების გაშუქების შესაძლებლობა აქვს.

აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი წარწერით: “ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს.“ მათ ასევე პირველი არხის ჭიშკარზე გააკრეს პლაკატები ივანიშვილის გამოსახულებით, რომესაც რუსულად აწერია - "ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი". 

ჩვენ შევიკრიბეთ დღეს იმიტომ, რომ ვილაპრაკოთ ინფორმციის ნაკლებობაზე, და ინფომრაციის მიწოდების პროპაგანდით ჩანაცვლებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, ის უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა რეჟიმის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, - ამბობს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას, დღეს, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები