რიჟვაძეს აუხსნეს, რომ უნდა დატოვოს წუთისოფელი, ასევე წერილი წაუკითხეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდობებელი ფურცელი - გივი თარგამაძე

10.07.25 20:03
რიჟვაძეს აუხსნეს, რომ უნდა დატოვოს წუთისოფელი, ასევე წერილი წაუკითხეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდობებელი ფურცელი - გივი თარგამაძე

რიჟვაძეს აუხსნეს, რომ როგორც ძველ რომში, იმპერატორისთვის უკვე მიუღებელ ტიპს, მიეცა რამდენიმე დღე საგარეჯოში, რომ დრო გაატაროს, ბოლო სურვილები შეისრულოს, შემდეგ კი დატოვოს წუთისოფელი - ამის შესახებ გივი თარგამაძე ციხიდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილში წერს. 

"თუ ვინ იკისრა კონსელიერის, ტომ ჰეიგანის როლი, რომელმაც ეს ყოველივე აუხსნა?" - პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი  ამბობს, რომ ეს სრულად შესაძლებელია ალექსანდრე ახვლედიანი ყოფილიყო, ვის სახლშიდაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა - "რატომაც არა, მას არაერთხელ მოურგია ეს როლი".

  • ცნობისთვის, რიჟვაძის საქმის ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებული ახვლედიანი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ “რიჟვაძეს წერილი დაუწერეს, რადგან მასეთი წყობის წერილს თავად ვერ დაწერდა და ეს ყველამ იცის.“

“იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წერილი წაუკითხეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდობებელი ფურცელი“,-წერს ის.

არ მგონია, თოკოს "ნათლია" ჰქონდეს ნანახი, უფრო, ჰა-ჰა „ლიცო სა შრამამ“, მაგრამ მისი ბედი კი ძალიან ჰგავს ნათლიას პერსონაჟის, პანტანჯელოს ბედს.  მას აუხსნეს, რომ როგორც ძველ რომში, იმპერატორისთვის უკვე მიუღებელ ტიპს, მიეცა რამდენიმე დღე საგარეჯოში, რომ დრო გაატაროს, ბოლო სურვილები შეისრულოს, შემდეგ კი დატოვოს წუთისოფელი, სამაგიეროდ კი იმპერატორი მის ოჯახს არა მხოლოდ არ დასჯის, ნორმალური ცხოვრების საშუალებასაც მისცემს. 
ვინ იკისრა კონსელიერის, ტომ ჰეიგანის როლი, რომელმაც ეს ყოველივე აუხსნა? ახვლედიანმა?! რატომაც არა, მას არაერთხელ მოურგია ეს როლი. 
რაშიც დარწმუნებული ვარ, წერილი დაუწერეს, რადგან მასეთი წყობის წერილს რიჟვაძე ვერ დაწერდა და ეს ყველამ იცის. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წერილი წაუკითხეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდებელი ფურცელი. 
რაც შეეხება დასკვნით აქტს - ხელი აუკანკალდა თუ მაინც იფიქრა, ცოტა მოღრეცილად ვისვრი, ეგებ გადავრჩე და მერე ეგებ რა იცი, გამოვძვრე კიდეც; ან იქნებ ვერ გაბედა და სხვამ შეუსრულა, რაც მგონია და მაგიტომაც არ აქვს ნასროლი თავში, ვინაიდან თავში ნასროლზე თავად ქნა თუ სხვამ, ბევრად ადვილად ჩანს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი არაა. ასე იყო, თუ ისე, შეუსრულეს.თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი ამ ეტაპზე ძალიანაც ადეკვატურია. ის ბოლოს, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობას აღარ წევდა. 
რიჟვაძეს, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მართლა მხეცი კი არ ვარ, მაგრამ აქ ჩემი ემპათია იწურება. ქოცებზე სასტიკი მის მიმართ მაინც ვერ ვიქნები. ისინი ხომ ნამდვილი გიენებივით არიან, რაც არ უნდა თავისიანი და ახლობელი იყოს, ერთი ფეხი თუ დაუცდა, ეგრევე ესევიან და გლეჯენ ხორცებს,- წერს თარგამაძე.

გივი თარგამაძის სრული წერილი ნახეთ აქ.

ცნობისთვის, სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, სადაც დაწერა, რომ მას "ბარიგობას" აბრალებენ და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.  

  • ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფრომაციით,  7 ივლისს, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა.

მთავარი საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა. 

თორნიკე რიჟვაძე გუშინ ოჯახის სურვილით თურქეთის კლინიკაში გაადაფრინეს. 

მსგავსი სიახლეები