სინდისის პატიმრების საქმეები - დღეს, საქალაქო სასამართლოში პროცესები ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება

11.07.25 11:18
სინდისის პატიმრების საქმეები - დღეს, საქალაქო სასამართლოში პროცესები ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკისპროცესი იწყება.

11 პირის საქმეზე მსჯელობა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ტელეკამერებისთვის, ამ დრომდე ჩაკეტილ სხდომათა დარბაზში უნდა დაიწყოს. ადვოკატების ვარაუდოთ, დღეს შინაგან საქმეტა სამინისტროს ვიდეო ოპერატორები გამოიკითხებიან, პროკურატურის მოწმეები, რომლებიც დაცვის მხარის თქმით, აქციაზე მხოლოდ ვიდეოებს იღებდნენ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

როგორც ადვოკატები ამბობენ, აღნიშნული მოწმეები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემენ, რადგან მათ მიერ გადაღებულ კადრებში არცერთი ბრალდებულის დანაშაულებრვიი ქმედება არ იკვეთება. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე ჩანიშნულია აქციაზე დაკავებული ექიმ გიორგი ახობაძის პროცესიც. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ორი ექსპერტი მისცემს.

  • ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

დღეს ასევე ჩანიშნულია, სინდისის პატიმების თედო აბრამოვის და ნიკუშა კაციას პროცესიც.

  • 22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ადვოკატის თქმით, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
  • პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
  • აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები