“თავისუფლების ხმა ციხიდან” - დღეს, პარლამენტის წინ გაზეთის მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება
11 ივლისს, 20 საათზე, პარლამენტის წინ გაზეთის “თავისუფლების ხმა ციხიდან” მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
ეს არის ევროპული აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების და მათი ნათესავების წერილები, კრებული, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სინდისისს პატიმრების განცდების, ციხის საკანში გატარებული დღეებისა და საერთო ბრძოლის შესახებ მათი მოსაზრებები.
გაზეთის მიზანი სინდისის პატიმრების წერილების საზოგადოებამდე მიტანაა.
"ყველამ უნდა გაიგოს რატომ სჯიან ჩვენს უდანაშაულო შვილებს" - ამბობენ პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლები.
ვაპირებთ წავიდეთ ბათუმში და წავიღოთ გაზეთი, ასევე წავალთ ჭიათურაში. ჭიათურა ჩემი კუთხეა და აუცილებლად უნდა ჩავიდეთ. ყველგან ვივლით და ვილაპარაკებთ, როგორები არიან პატიმრები, შვილები გავზარდეთ ჩვენ და ისინი არ არიან კრიმინალები", - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.