"ქვა ვინ მესროლა არ დამინახავს" - პროკურატურის მოწმე პოლიციელი აღიარებს, რომ ხალხი აქციაზე კობახიძის განცხადებამ გაიყვანა
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნინოგალუსტაშვილი ტელეკამერებისთვის ამ დრომდე ჩაკეტილ სხდომათა დარბაზში განიილავს.
ამ წუთებში, სხდომაზე პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი იკითხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიი ირწმუნება, რომ 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ქვა მოხვდა, მაგრამ არ იცის ვისი ნასროლი იყო.
გიორგი ჯანიკაშვილმა ხელი ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ დაადო, თუმცა თქვა, რომ" ყველას მიმართ აქვს პრეტენზია"
ასევე საინტერესო იყო ერთი დეტალი, პროკურატურის მოწმე პოლიციელმა დღეს სხომაზე აღიარა, რომ ხალხი 28 ნოემბერს ქუჩაში ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიყვანა, რომლის მიხედვითაც, "ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოპარაკება 2028 წლამდე გადადო.
[28 ნომერბრი] იყო ჩვეულებრივი დღე, რა დროსაც ხელმღვანელობის დავალებით მითხრეს, რო აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება, მე ჩემს თანამშორმელთან ერთად წავედი რუსთაველზე, სადაც იქნებოდა 9 საათამდე პერიოდი, როდესაც მივესი. განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე. ვიცავდით საზოგადოებრივ წესრიგს, რუსთაველზე იყო შეკრებილი ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიმდინარეობდა აქცია, აქცია იყო იმასთან დაკავშირებით რომ პრემიერმა თქვა, რომ ევროპაში შესვლასთან დაკავშირებით დროებით შეჩერდესო და ამაზე გამოთქვამდნენ პროტესტს.
მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათ მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფები, ნივთების დაზიანებები, ბოთლების, ხის და სხვა საგნების სროლა იყო პოლიციელების მისამართით.
ხელოვნური განათება იყო და მეტ-ნაკლებად ვხედავდით. იყვნენ მშვილოდიბიანი მოქალაქეები და იყვენენ აგრესიულებიც....ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა. დამადეს 5 ნაკერი.
ქვა ისროლეს აქციის მონაწილეების მხრიდან. მე ვინც მესროლა ქვა არ დამინახავს.
ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ვარ დაზარალებული, თუ სასამართლო დაადგენს, მე არ ვიცი ვინ არის...სხვა პოლიციელებიც დაზარალდნენ და იმათ მიმართაც მაქვს პრეტენზია
მე არ ვიცი ვინ დამაზარალა, კონკრეტულად მაქვს პრეტენზია იმასთან, ვინც მე დამაზიანა, მაგრამ ეს არ ვიცი ვინ ქნა", - განაცხადა მოწმემ.
პროკურატურას დჭეს ასევე მოწმედ წარმოდგენილი ჰყავდა შსს-ს ოპერატორი, რომელიც დაცვის მხარემ გახადა უვადო, ამის შემდეგ მსჯელობა იყო დარბაზში, პროკურატურა ითხოვდა, რომ მოწმე გამოკითხულიყო, თუმცა ადვოკატებმა განმარტეს, რომ აღნიშნულმა მოწმემ მხოლოდ ვიდეოკადრების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ის ვერ მისცემასასამართლოს რაიმე სახის მნიშვნელოვან ჩვენებას.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: 11 პირის ძველი სასამართლოს არქივიდან
შენიშვნა: როგორც იცით, სასამართლოებზე ფოტო-ვიდეოს გადაღება "ოცნების" ახალი კანონმდებლობით, მედიას ეკრძალება, შესაბამისად საზოგადოებას მოწმე პოლიციელის ფოტოს ვერ ვაწდვით.