შიმშილობის 23-ე დღე - როგორია პროტესტში მყოფი მაღაროელების მდგომარეობა
მოშიმშილე მაღაროელები ჯორჯიან მანგანეზისგან ამ დრომდე ელოდებიან განმარტებას, როდის გადაუხდიან ოთხი თვის კუთვნილ ხელფასს. ამის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
არ იცვლება მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლების შესახებაც. მაღაროლები უკვე თვებია ითხოვენ კობახიძესთან შეხვედრასაც, თუმცა უშედეგოდ.
პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეების ერთი ნაწილი უკვე 23-ე დღეა შიმშილობს. ისინი თავს შეუძლოდ გრძნობენ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი სამედიცინო შემოწმებაზე პრინციპულ უარს აცხადებენ.
"პირველებთან" საუბარში მაღაროელები ამბობენ, რომ 4 ათასამდე გათავისუფლებული თანამშრომლისგან უკა კომპანიაში მხოლოდ 1400 დააბრუნეს. მათი თქმით, აღნიშნული ადამიანები სხვადასხვა პრინციპით შეირჩნენ, თუმცა მთავარი პრინციპი მაინც არის ის, რომ მაღაროელი, რომელსაც სამუშაოზზე დააბრუნებენ, "ოცნების" ამომრჩეველი უნდა იყოს.
არის შიმშილობის 23 დღე. 8 მაღაროელი ვშიმშილობთ და ერთი მაღაროელი, მათ შორის, მერაბი სარალიძე ციხეში ზის და იქ აგრძელებს შიმშილობს. 3620 დასაქმებული ნაცვლად, კომპანიამ დაასაქმა მხოლოდ 1500. დანარჩენი 2000-ზე მეტი მაღაროელი, უბრალოდ, ზის სახლში ერთადერთი იმედით, რომ გათავისუფლების შემდეგ დაურეკავს კომპანია და ისევ აღაადგენს სამსახურში. ამავდროულად, არ დარიცხულა 4 თვის ხელფასები. ზონებად არის დაყოფილი ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა, მაგრამ არ გაუშვეს სამსახურში. როდესაც მოიკითხეს თავისი ამბავი, უთხრეს, რომ თქვენ წითელ ზონაში ხართ. წითელი ზონა ნიშნავს, რომ არ არის "ოცნების" ამომრჩეველი, არ არის "ოცნებს" პოლიტიკის მატარებელი და ამიტომ სამსახურშიც ვერ დაიწყებს მუშაობას, - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი.
გუშინ, შიმშილობის 22 დღეს ეთ-ერთი მაღაროელი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ის უგონო მდგომარეობაში იყო, თუმაც დღეს ის ისევ შიმშილობას აგრძელებს.
მოშიმშილეები ახლა 17 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდებიან, სადაც უნდა გადაწყდეს დაკავებული მაღაროელების საკითხი. თუ მოსამართლე დაკავებულ მაღაროელებს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს, ჭიათურაში პროტესტი არ შეწყდება, თუმცა მაღაროელები შმშილობას შეწყვეტენ.