ვარკეთილი, დიღომი, აღმაშენებლის გამზირი, მესამე მასივი-თბილისის 4 სადგური ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს

11.07.25 15:00
ვარკეთილი, დიღომი, აღმაშენებლის გამზირი, მესამე მასივი-თბილისის 4 სადგური ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს

თბილისის,ბათუმისა და რუსთავის სადგურები ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებლს აფიქსირებს.

პორტალ air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ თბილისში ვარკეთილში, დიღომში (გელოვანის გამზირი), აღმაშენებლის გამზირსა  და მესამე მასივში დამონტაჟებული სადგურები, ჰაერის დაბუნძურების მაღალ მაჩვენებელზე აფიქსირებს. შკალაზე, ჰაერის დაბინძურებას ზომავას მითითებულია ნიშანი - ცუდი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმატავენ, რომ 11 ივლისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე „რეკომენდაციების“ ველში.

მსგავსი სიახლეები