4 წელი გავიდა ჩემი კოლეგა/კურსელი ლექსო ლაშქარავას სიკვდილიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა - ნიკა კაცია
ნიკა კაციას სოლიდარობა ციხეში 4 წლით და 6 თვით გაშვებულ საბა ჯიქიას და სამძიმარი ონისე ცხადაძის ოჯახს - სწორედ სოლიდარობით და სამძიმრით დაიწყო მისი სიტყვა სხდომათა დარბაზში, სინდისის პატიმარმა ნიკა კაციამ.
მან ასევე სიტყვით მიმართა თამარ მჭედლიშვილს, მოსამართლეს, რომელმაც საბა ჯიქიას განაჩენი გამოუტანა - "არვიცი გუშინ მშვიდად გეძინათ თუარა იმ განაჩენის გამო რომელიც საბას გამოუტანეთ"
კაციამ ასევე ყურადღება გაამახვილა, მისი კოლეგა, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავაზე სიკვდილზე, რომლის გარდაცვალებიდან დღეს 4 წელი გავიდა და სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ლექსო "რეჟიმმა მოკლა".
პირველ რიგში სოლიდარობა საბა ჯიქიაას. რეჟიმი ვერ დააბნელებს სინათლეს. არვიცი გუშინ მშვიდად გეძინათ თუარა იმ განაჩენის გამო რომელიც საბას გამოუტანეთ.
ასევე აუცილებლად მინდა შევეხო იმ თემას რომელიც ჩემს კოლეგებს ეხებათ, 4 წელი გავიდაა ჩემი კოლეგა ჩემი კურსელი
ლექსოს სიკვდილიდან რომელიც მოკლა რეჟიმმა.ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ონისეს ოჯახს, ძალიან დამთრგუნაა მამამისის გარდაცვალებამ"- თქვა ნიკა კაციამ.
"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებიდან დღეს 4 წელი გავიდა. ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა ჩვენ რეპორტიორებზე "სირცხვილიას " ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.