ნიკო კვარცახელიას ოჯახი სამართლებრივ დავაში ოფიციალურად ერთვება
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, მოკლული ნიკო კვარცახელიას ოჯახი სამართლებრივ დავაში ოფიციალურად ერთვება.
თბილისის ცენტრში მოკლული ბიჭის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გვაჯაია, ქალაქის მთავარ სამმართველოში საქმის მასალებს ეცნობა.
გიორგი გვაჯაია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს დეტალურად გაეცნობა.
ცნობისთვის, ნიკო კვარცახელიას ოჯახმა გუშინ ოფიციალურად დაადსტურა, რომ მათი შვილი შეკვეთილი მკვლეობის მსხვერპლი გახდა.
კვარაცხელიები დამკვეთის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ლიკვიდაციას არ გამორიცხავენ.
კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.