პოლიციამ კაცი ძალის გამოყენებით დააკავა, რის შემდეგაც პენსიონერმა გონება დაკარგა - რა მოხდა თბილისის ცენტრში (ვიდეო)

11.07.25 17:00
პოლიციამ კაცი ძალის გამოყენებით დააკავა, რის შემდეგაც პენსიონერმა გონება დაკარგა - რა მოხდა თბილისის ცენტრში (ვიდეო)

 

 

პოლიციამ კაცი ძალის გამოყენებით დააკავა, რის შემდეგაც პენსიონერმა გონება დაკარგა - შემთხვევა თბილისის ცენტრში, ამაღლების ქუჩაზე მოხდა.

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს და ისმის, როგორ ესარჩლება ასაკიანი მამაკაცი პირს, რომელთანაც პოლიციას სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა და სავარაუდოდ, მის დაკავებას აპირებდა.

თვითმხილველთა მონათხრობით, მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ კი, კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ მამაკაცთან სამართალმდაცველი მიდის, ხელებს უგრეხს, ყელში წვდება და ძალის გამოყენებით ხელბორკილებს ადებს, რის შემდეგაც პენსიონერს გული მისდის და იკეცება. 

ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები