როგორ დააკავეს ნიკა კაცია და რა მოხდა საბედისწერო ღამეს? - სინდისის პატიმრის დედის ჩვენება სასამართლოზე

11.07.25 17:59
როგორ დააკავეს ნიკა კაცია და რა მოხდა საბედისწერო ღამეს? - სინდისის პატიმრის დედის ჩვენება სასამართლოზე

როგორ დააკავეს ნიკა კაცია და რა მოხდა საბედისწერო ღამეს? - ტელეკამერებისთვის ჩაკეტილ სასამართლოში დღეს ჩვენება სინდისის პატიმრის დედამ მისცა. მარინა აფციაურმა თქვა, რომ ვიდრე ნიკა კაციას დააკავებდნენ, მთელი დღის განმავლობაში მათ სახლთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები პატრულირებდნენ.

კაცია იმ დროს დააკავეს, როცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შეწირულს ნიღბიანი მამაკაცების დაესხნენ თავს. სინდისის პატიმრის დედის განცხადებით, სწორედ ტელევიზორში ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ გადაწყვტა კაციამ აქციაზე წასვლა, თუმცა როგორც იკრვევა, ამის შემდეგ ის დააკავეს მის სახლში კი იძულებით შევარდნას ცდილიობდნენ, რა დროსაც გასაღები ჩაუტყდათ. 

სანამ ნიკა ემზადებოდა, სარეცხს ვფენდი, გავედი გარეთ მაისური გადამივარდა და შევნიშნე საეჭვო მოძრაობა, მარტო მაშინ არა. რომ გავიხსენე დღის განმავლობაში ასე იყო, პურზე რომ გავედი მაშინაც გზის ყველა მხარეს იდგნენ შავებში ჩაცმულები, ადამიანები, გულში გავიფიქრე ვიღაცის დაკავებას აპირებენ-თქო. რომ შემოვედი ნიკა მზად იყო, არც მითქვამს რამე საეჭვოა-თქო.

კარი გარედან ჩაკეტა, მე ეკრანს არ მოვშორებივარ, 12 დან 1 საათამდე კარზე კაკუნი იყო, ვიფიქრე ნიკა ახალი წასულია-თქო და ვიკითხე რა ხდება ვინ ხართ-თქო. პოლიიციიდან ვართ ნიკუშადათან, ნიკა არაა სახლში ვუთხარი, იკასთან გასაუბრება გვინდაო ვუთხარი კარი გარედან დაკეტილია და ვერ გაგიღებთ-თქო, ჩურჩული მესმოდა, ერთ-ერთმა მითხრა ახლა ნიკუშა მოვა და თვითონ მოიტანს გასაღებს. წავიდნენ ფეხის ხმაც გავიგონე და ფანჯრიდანაც დავინახე 5-6 კაცი იყო. მე ვრეკავ ნიკასთან, ნიკა არ მპასუხობს. მაგდას დავურკეე, პოლიციაა აქ ნიკას კითხულობენ და რა ხდება-თქო?ამ დროს ეჭვად არაფერი არ მქონია, თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი.

მერე მობრუნდნენ და პირდაპირ თქვეს, ქალბატონო შემოვდივართ, დაეჯაჯგურენ კარს, ისეთი ხმა გავიგე გასაღები ჩაუტყდათ, მივხდი გასაღები მათ ჰქონდათ. ნიკა ისევ არსად ჩანდა, დავინახე სათვალთვალოდან ბევრნი იყვნენ, ფანჯრიდან ვეძახდი მაჩვენეთ რა გასაღებით აღებდით-თქო და მაჩვენა გატეხილი გასაღები შორიდან", - განაცხადა ნიკა კაციას დედამ. 

  • ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
  • აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები