სპეცოპერაცია ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე - სანდრო წივწივაძის სახლი მეოთხედ გაჩხრიკეს
სპეცოპერაცია ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე - 30-მდე სამართლადმცველი მოულოდნელად სანდრო წივწივაძის სახლში ჩხრეკაზე გამოჩდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ჩხრეკაზე ისე შევიდნენ, რომ წივწივაძის ოჯახის წევრებს თავი არ წარუდგინეს. მათ არც სასამართლოს განჩინება წარმოუდგენიათ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამარტალდამცველები ოთახიდან ოთხაში გადაადგილდებოდნენ, თუმცა რას ეძებდნენ, უცნობია.
სანდრო წივწივაძე ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიება ამბობს, რომ მას ეკუთვნოდა იარაღი, რითაც ლევან ჯანგველაძე ჩაცხრილეს.
დაკავებულის დედა დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მაგრამ ვიდრე სამმართველოში მივიდოდა, დაასწრეს და სახლში ჩხრეკაზე შევიდნენ. ირკვევა, რომ ბოლო ერთ თვეში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები წივწივაძის სახლში უკვე მეოთხედ მივიდნენ.
არ გამეცნენ საერთოდ ვინ იყვნენ. მე ვუთხარი, ადვოკატს მოვიყვან-მეთქი. არც იმის საშუელაბა არ მომცეს, რომ ადვოკატი მომეყვანა. მერე ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ შებრძანდით და ოქმს ხელი მოაწერეთო. ჩვენ ვიძახდით, რომ ნუ დადიხართ, რახან ჩვენ არ გვიშვებთ, თქვენც ჩვენთან ერთად იყავით. მერე გვკითხეს, ხომ არავინ გემუქრებათ, ვინმე ხომ არ მოსულაო. ჩვენ ვთხარით, რომ "არა". მომაწერინეს ხელი, მაგრამ ფურცელი იყო ცარიელი და თავის დაწერილზე მომაწერინა ხელი, - ამბობს წივწივაძის დედა.
ადოკატი ფიქრობს, რომ პოლიციელებმა წივწივაძეების სახლიდან მოსასმენი აპარატურა წაიღეს, რომელიც მათ სახლში ჰქონდათ დამონტაჟებული. ამავე აზრს იზიარებს ოჯახიც. მათი თქმით, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც გამოძიება ცდილობს, წივწივაძეს ბრალი დაუმტკიცეს, რადგან სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.