სინდისს 11 პატიმრის საქმე - ბრალდებულებს ხელი ვერც პროკურატურის მორიგმა მოწმემ დაადო

11.07.25 21:02
სინდისს 11 პატიმრის საქმე - ბრალდებულებს ხელი ვერც პროკურატურის მორიგმა მოწმემ დაადო

სინდისს 11 პატიმრის საქმე ჩამოშლის ზღვარზეა - ასეთია ადვოკატების შეფასება დღევანდელი პროცესის შემდეგ. ამ დრომდე ვერცერთი მოწმე ვერ ამბობს, რომ ბრალდებულებმა ვინმეს ზიანი მიაყენეს, ვერცერთი პოლიციელი ვერცერთ დაკავებულს ვერ ცნობს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გარდაბნის პოლიციის მაღალჩინოსანი გამოჰკითხა. როგორც მის  კოლეგებს, გიორგი ჯანიკაშვილსაც არ შეუძლია ბრალდებულების ამოცნობა. ამბობს, რომ დაზიანებები მიიღო, თუმცა ვისგან უცნობია.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომაზე არ დააბრუნა დარბაზიდან გაძევებული რეზო კიკნაძე. იურისტებმა უდავოდ ცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის გამოკითხვა. უფლებადამცბელები განმარტავენ, რომ პროკურატურა საქმეს აჭიანურებს.

დასკვნით ეტაპზეა სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას საქმეც. დღეს ბრალდებულმა დარბაზიდან სოლიდარობა გამოუცხადა საბა ჯიქიას, რომელიც მისმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გუშინ ციხეში 4 წლითა და 6 თვით გაუშვა.

ჟურნალისტმა კაციამ სხდომაზე გაიხსენა ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. სინდისის პატიმარმა პირდაპირ თქვა, რომ ლაშქარავა რეჟიმის სისასტიკეს ემსხვერპლა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები