დასაქმება მორჩილების სანაცვლოდ - მოშიმშილე მაღაროელები კომპანიას გარიგებაში ადანაშაულებენ

11.07.25 21:15
დასაქმება მორჩილების სანაცვლოდ - მოშიმშილე მაღაროელები კომპანიას გარიგებაში ადანაშაულებენ

შიმშილობის 23-ე დღეს ჭიათურელი მაღაროელი გვიყვება, რომ პროტესტის რეჟიმში გადასული მისი თანამებრძოლები "ჯორჯიან მანგანეზს" კატეგორიებად ჰყავს დაყოფილი. ის, ვინც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით არ გამორჩევა, როგორც ირკვევა, არ უნდა ჰქონდეს სამსახურში დაბრუნდების იმედი. არადა, უსამსახუროდ დარჩენილი ასობით ადამიანი ამ დრომდე ელოდება, რომ კომპანიიდან დაურეკავენ და მიწის სირღმეში, შატებში დააბრუნებენ სამუშაოდ. არსებობს ეჭვი, რომ მაღაროელებს "ოცნება" საარჩევნოდ, ხმების მობილიზებისთვის იყენებს. 

უკვე თვეებია ჭიათურელ მაღაროელებს უწყვეტი პროტესტი აქვთ დაწყებული. "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეებს მერიასთან კარვები აქვთ გაშლილი. ამ კარვებში შვიდი, ციხეში კი ერთი მაღაროელი უკვე 23-ე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობენ. მოთხოვნები უცვლელია - მაღაროელები ოთხი დაკავებული თანამებრძოლის ციხიდან უპირობო გათავიუფლებას ითხოვენ, საიდანაც ორი ასევე მაღაროელია.

გაფიცული მაღაროელები ითხოვენ, ოთხი თვის კუთვნილ ხელფასსაც, თუმცა უშედეგოდ. პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის შეძლებენ ხელფასების აღებას. არსებობს მოლოდინი, რომ ამ საკითხის შესახებ შეთანხმებას მომდევნო კვირაში მიაღწევენ.

შესურულებლად რჩება კიდევ ერთი მოთხოვნა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ მაღაროელებმა თვეების წინ კობახიძის სამსახურთან აქციაც გამართეს, როგორც ამბობენ, არც პასუხი აქვთ, არც წერილი და სახეზეა სრული იგნორი.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები