ცდილობდნენ თუ არა ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთების საქმიდან ამორიცხვას? - ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

12.07.25 00:00
ცდილობდნენ თუ არა ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთების საქმიდან ამორიცხვას? - ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ცდილობდნენ თუ არა ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთების საქმიდან ამორიცხვას? - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ არასათანადო გამოძიება ჩაატარა და საქმის წინა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა წივწივაძის დაკავება "გამოიყენა იმისთვის, რათა საქმიდან ამოირიცხონ მკვლელობის შემკვეთები". 

გამოძიებას უნდა დაედგინა წივწივაძის შემდეგ ვის ხელში აღმოჩნდა აღნიშნული იარაღი და ვინ მიაწოდა აღნიშნული იარაღი გელა უძილაურს. თუმცა აღნშნულის დასადგენად აბსოლუტურად არაფერი გაკეთდა, მეტიც წივწივაძის დაკავება, საქმის წინა პროკურორმა გამოიყენა იმისთვის, რათა საქმიდან ამოირიცხონ მკვლელობის შემკვეთები. ბრალდების დადგენილებაში წივწივაძეს ჩაუწერა, თითქოს ამ ადამიანმა გელა უძილაურს გადასცა იარაღი და გელა უძილაურმა ამ იარაღით მოკლა ლევან ჯანგველაძე. 

ანუ რა გამოდის - გამოდის, რომ მკვლელობის შემკვეთები საქმეში აღარ ფიგურირებენ, ამ კონკრეტული პროკურორის გადაწყვეტილების შემდეგ. უამრავი გარემოება არსებობს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გამოზიება სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდიოდა," - განცხადა მან. 

ადვოკატის განმარტებით, საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან აცილებულია. საქმეში ჩაერთო სხვა პროკურორი, ლევან ვეფხვაძე. ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ "ახლა მაინც გამოსწორდება ყველა შეცდომა, ხარვეზი და ახლა მაინც ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც აქამდე შეგნებულად არ ჩაატარა გამოძიებამ".

მსგავსი სიახლეები