ადვოკატი: გელა უძილაურს ჰქონდა გარანტიები, რომ მკვლელობის შემდეგ თავისუფლად დატოვებდა თბილისს

12.07.25 00:21
ადვოკატი: გელა უძილაურს ჰქონდა გარანტიები, რომ მკვლელობის შემდეგ თავისუფლად დატოვებდა თბილისს

ლევან ჯანგველაძის ადვოკატის განცხადებით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, გელა უძილაურმა "ამბასადორის" კუთვნილ მანქანას ესროლა და როდესაც "ამბასადორის" წარმომადგენლებმა პოლიციას მიმართეს, საგამოძიებო ორგანომ არაფერი გააკეთა იმის დასადგენად თუ ვინ იყო ეს პიროვნება და რატომ ესროლა მანქანას.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გელა უძილაურმა ამ საქციელით "გადაამოწმა საგამოძიებო ორგანო მოახდენდა თუ არა რეაგირებას". 

მას დიდი ალბათობით ჰქონდა გარანტიები, რომ როდესაც ის ამ მკვლელობას ჩაიდენდა, თავისუფლად დატოვებდა თბილისს, თავისუფლად გაანადგურებდა მტკიცებულებას და მას ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის შეძლებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლას," - განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები