რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაუზუსტებლი ინფორმაციით, ის მოზარდია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთმანთსს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
კადრებში ჩანს, რომ ტრაილერის შეჯახების გამო, მსუბუქმა ავტომობილმა ავტომაგსიტრალზე არსებული რკინის ჯებირებიც გაანგრია.
მომხდარი ავარიის გამო, ჩქაროსნულ მაგისტრალზე გვიანობამდე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო. პარალიზებული ავტობანის გამო დროებით შეიზღუდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ეს ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.