დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სი ძინ პინს შეხვდება

12.07.25 10:51
დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სი ძინ პინს შეხვდება

დონალდ ტრამპი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში სი ძინ პინს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მარკო რუბიომაც დაუდასტურა, რომელიც გუშინ კუალა ლუმპურში იმყოფებოდა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაც გამართა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომმ საჭიროაა ორ ქვეყანას ჰქონდეს პროდუქტიული შეხვერდები და ხშირი კომუნიკაცია. რაც შეეხება ტრამპს - ის ჩინეთში სი ძინ პინმ დაპატიჟა და როგორც რუბიო ამბობს, ახლა ამ ვიზიტიისთვის თარიღს არჩევენ.

მარკო რუბიო არც იმას მალავს, რომ ორ გიგანტ სახელმწიფოსს ერთმანეთში მაინც ექნებათ რიგი საკითხების შესახებ უთანხმოება.

ეს არის ვიზიტი, რომლის განხორციელებაც მას [ტრამპს] უნდა და ვიმუშავებთ შესაბამისი თარიღის დადგენაზე. თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მოხდება, რადგან ორივე პრეზიდენტს სურს, რომ ეს [ვიზიტი] შედგეს“.“.- განაცხადა რუბიომ.

მსგავსი სიახლეები