შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა და "მდმა“

12.07.25 11:50
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა და "მდმა“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა და „მდმა“.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ირანის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ა.ს., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., წარსულში ნასამართლევები: 2004 წელს დაბადებული ს.ნ. და 1972 წელს დაბადებული ზ.გ. დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა და „მდმა“.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები