"ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?" - საპროტესტო ბანერები ბათუმში, "ოცნების" პარტიული ოფისის კარზე
პროტესტი ბათუმში - "ქართული ოცნების" პარტიული ოფისი ბანერებით ააჭრელეს.
ლუკა ასათიანის ქუჩაზზე მდებარე შენობის კარზე ივანიშვილის და პარტიის ადგილობრივი წევრების ფოტო სურათები გააკრეს. "ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?" - ვკითხულობთ ფოტოსურატებზე.
სავარაუდოდ, ეს პერფორმანსი აჭარის ყოფილი მმართველის, თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ფოტო: "ბათუმელები".