"ძალიან დიდი დისკომფორტია მეტროს დაკეტვა, საცობში მოგვიწევს ახლა დგომა საათობით" - ვარკეთილის მოსახლეობა
მეტროსადგურ "ვარკეთილის" დაკეტვამ მოსახლეობაში ქაოსი გამოიწვია - დილიდან მოქალაქეები გაურკვევლობაში არიან. ზოგიერთმა მათგანმა, სადგურთან მისვლის შემდეგ გაიგო, რომ მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და მომდევნო თვე ნახევრის განმავლობაშიი დაკეტილი იქნება.
მგზავრებით არის გადავსებული გაჩერებებიც. მეტროსადგური "ვარკეთილი" 2016 წლიდან რემონტდება, თუმცა დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დასრულდა.
როგორც სხვა რაღაცები ვერ მოაგვარეს, ისე ვერ იქნება ესეც. დისკომფორტზე უარესია რაც ახლა ხდება. მითუმეტეს ზაფხულში, ასე რომ ცხელა და გაჭედილია ყველაფერი. ავტობუსით რომ წავიდე ალბათ ერთ საატზე მეტი დამჭირჭირდება, ისეთი საცობებია", - ამბობს ხალხი.
დღეიდან მომდევნო 45 დღიის განმავლობაში მგზავრებისთვის სადგური ჩაკეტილი იქნება.
მერიაში ამბობენ, რომ ისეთი ტიპის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის განხორციელებლაც მგზავრების გადაადგილების პირობებში შეუძლებელი იქნება.