საქართველოში არ შემოუშვეს აშშ-ს მოქალაქე, დიპლომატი და "ეუთოს" კონსულტანტი, რომელიც აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა
საქართველოში არ შემოუშვეს აშშ-ს მოქალაქე, დიპლომატი და "ეუთოს" კონსულტანტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც მეგი ოსდობი კაცი სოციალურ ქსელში წერს, მისთვის უკან გაბრუნების მიზეზები არ განუმარტავთ.
- მეგო ოსდობი დიპლომატი და "ეუთოს" კონსულტანტია, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობდა სოციალური ცვლილებების გამომწვევი პროექტების ჭრილში. თბილისში მას ასევე იცნობენ, როგორც იოგას მასწავლებელს.
2025 წელს, მას შემდეგ რაც USAID-მა ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც შეწყვიტა სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, მეგიმ საქართველოში პროტესტის მონაწილეებისა და მათი უფლებადამცველი ორგანიზაციების დასახმარებლად თანხების მობილიზაციის კამპანია აწარმოა და შეგროვებული 10 568$-ით ჯამში სამ ორგანიზაციას დაეხმარა.
გულგატეხილი ვარ, რადგან 27 წელია ვსტუმრობ, ვცხოვრობ და ურთიერთობები მაქვს საქართველოში, არ მეგონა, თუ ერთ დღეს ქვეყანაში არ შემიშვებდნენ - წერს მეგი ოსდობი ფბ-ზე.
"საქართველოში შემოსვლაზე უარია. არც კითხვები დასმულა, არც მიზეზები განუმარტავთ. მხოლოდ "უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა" და დოკუმენტში მონიშნეს მიზეზი "სხვა" [ ქვეყანაში არ შემოშვებისას საზღვარზე შედგენილი დოკუმენტი - რ.თ]; 27 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსტუმრობდი და ვეხმარებოდი ამ ქვეყანას, რომელიც მიყვარს" - დაწერა მან 12 ივლისის დილას, როცა მისივე თქმით უკან დასაბრუნებელ თვითმფრინავში ჯდებოდა.