20 ივნისს დაზარალებულის პასუხი "ოცნებას" 6 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე
20 ივნისის დაზარალებულებს ეჭვი ეპარებათ, რომ პროკურატურა 20 ივნისის საქმეზე, 6 წლის შემდეგ ნამდვილად გამოავლენს ყველა იმ სპეცრაზმელს, ვინც მოქალაქეებს პარლამენტთან დამიზნებით ესროლა რეზინის ტყვიები.
დავით დარადაშვილი ერთ-ერთია, ვისაც 20 ივნისს დამიზნებით ნასროლი ტყვია თავში მოხდა. უკვე 6 წელია ის პირველი ჯგუფის ინვალიდია და ამბობს, რომ "ჯოჯოხეთში უწევს ცხოვრება".
მისი თქმით, 6 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიების მხოლოდ "სულელს თუ სჯერა". ის დარწმუნებულია, რომ "ოცნებამ" ეს საკითხი გიორგი გახარიას დასასჯელად წამოწია.
6 წელია ჯოჯოხეთში ვარ უკვე და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ხანი ვიქნები. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. იმ ღამეს ყველაფერი თვალის ერთ გაელვებაში მოხდა. თავში მომხვდა და თავის ქალა მქონდა გატეხილი და რა ტყვია მესროლეს ამისთანა, წარმოდგენა არ მაქვს. 6 წლის შემდეგ გამოძიების დაწყება არის სულელი ხალხის მოტყუება. ვინც ამას დაიჯერებს, სულელი უნდა იყოს. არავითარი გამოძიება არ იქნება. ეს შეიძლება ფორმალურად გამოაცხადებენ. ვითომ გახარიას დასჯიან, არავის არ დასჯიან, რაგან მერე გახარია პირს გაარებს და იმასაც იტყვის, საიდან მიიღო ამ ბრძანების გაცემის უფლება". - ამბობს დავით დარადაშვილი.
6 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიება 20 ივნისის საქმეზე - გუშინ რუსთაველის გამზირზე პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მთავარი საგამოძიებო ორგანო ირწმუნებოდა, რომ 6 წლის შემდეგ 20 ივნისის სურათის აღდგენას ცდილობდნენ.