აგარაკების ქურდობის სკანდალი: პოლიციის უფროსმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

12.07.25 20:43
აგარაკების ქურდობის სკანდალი: პოლიციის უფროსმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

 

 

აგარაკების ქურდობის სკანდალი - მას შემდეგ რაც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დაკითხული პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის მამა, გიორგი ჟამერაშვილი ქურდობის საქმეზე დაკავებული იყო, "ტვ პირველი" დეტალების გარკვევას, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში შეეცადა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ამ განყოფილებამ დააკავა 2020 წელს, აგარაკების ქურდობიდან  რამდენიმე დღეში, ბიძინა ჟამერაშვილის მამა და ნივთმტკიცებები ე.წ. ბარახლოვკიდან ამოიღო გაზქურებისა და მაცივრების სახით.

პოლიციის განყოფილებაში ვითარება მას შემნდეგ დაიაძაბა, რაც  "შაბათის ეთერმა" პოლიციის თანამშრომელი, ჟამერაშვილი ახსენა. პოლიციის უფროსმა, კობა სუთიაშვილმა  "შაბათის ეთერის" ოპერატორი კაბინეტიდან გააძევა, კარი შიგნიდან გასაღებზე გადაკეტა და თამთა დოლენჯაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. 

ამის შემდეგ  თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილების უფროსმა შაბათის ეთერზე ძალადობა სცადა. დახურული კარის მიღმაც გარკვევით ისმის როგორ ცდილობს ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის წართმევას.

პოლიციელის მიერ თავისუფლების უკანონო უაკანონო აღკვეთის ფაქტზე, ახლა მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ატარებს. 

მსგავსი სიახლეები