"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - საერთაშორისო მედია ორგანიზაციები რუსთავის ციხესთან მივიდნენ

13.07.25 11:16
"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - საერთაშორისო მედია ორგანიზაციები რუსთავის ციხესთან მივიდნენ

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ.

ისინი რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ, სადაც საგანგებო განცადების გაკეთებასაც გეგმავენ. 

მედია ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე პიდაპირ ამბობს, რომ მზია პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის მსხვერპლია, რასაც საერთასორისო მედია ორგანიზაციებიც იზიარებენ. მისი თქმით, ისინი გეგმავენ, ქალი ჟურნალისტის სასამართლო პროცესსაც დაესწრონ და უკეთ გაეცნონ საქმის და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. 

ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ადგილობრივი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია ღიად ამბობენ, რომ ეს ქალი არის სინდისის პატიმარი. არ არსებობს არანაირი, თუნდაც ამ დრაკონულ კანონების და მიკერძოებული სასამართლოს შემთხვევაში, საფუძველი, რომ ის იყოს პატიმრობაში. ამიტომ, მათ მორიგი ნაბიჯი გადადგეს არა მარტო განცადებით, არამედ იმით, რომ ჩამოვიდნენ და ამ ციხესთან კიდევ ერთხელ შეახსენებენ "ქართულ ოცნებას" მის ვალდებულეას, რომ კანონს არღვევენ და გაათავისუფლონ ეს ადამიანი და სოლიდარობას გამოხატავენ. ასევე, დაესწრებიან სასამართლოს და პირადად ნახავენ, მოისმენენ თუ რა მდგომარეობაა, რამდენად მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ამდენი სინდისის პატიმარი გვყავს და რა თქმა უნდა, სოლიდარობა ქალბატონ მზიას, - ამბობს მედია ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

მსგავსი სიახლეები