თბილისში დაგეგმილ ფარიკაობის ჩემპიონატში მონაწილეობას რუსი სანქცირებული სპორტსმენები მიიღებენ
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია სკანდალში გაეხვა. თბილისში დაგეგმილ ფარიკაობის ჩემპიონატში მონაწილეობას რუსი სანქცირებული სპორტსმენები მიიღებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში პუტინის კარზე დაახლოებული ის სპორტსმენები მოდიან, ვისაც კრემლისგან სამხედრო წოდებები და ღირსების მედლები აქვთ მიღებული. რუსი ლეიტენანტები, კაპიტნები და მაიორები დღემდე ღიად უჭერენ მხარს უკრაინაში პუტინის სისხლისმღვრელ ომს.
რუსი სპორტსმენები საქართველოში დაგეგმილ ჩემპიონატებში ნეიტრალური სპორტსმენის სტატუსით აპირებენ ასპარეზობას, თუმცა ეს სამოქალაქო აქტივისტებითვის ვერაფერი ნუგეშია. აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ "რეჟიმისგან" მსგავსი გადაწყვეტილებები არ უკვირთ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან "პოლიტიკა და სპორტი, რეალურად, ერთმანეთისგან არ იმიჯნება".
არ არის მოულოდნელი ნამდვილად, რომ საქართველოში შემოუშვან დასანქცირებული, პუტინის მომხრე, ვინც, ვთქვათ, ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარებს თავისუფლად, აღარ არის არაფერი გასაკვირი, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გვყავს პუტინის ხალხი. ამიტომ, ამაზე გაბრაზზება და აღელვება, უბრალოდ, ტყუილი ემოციების მოცდენაა, ჩემი აზრით. ენერგია უნდა მივმართოთ ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე მაქსიმალურად. რაც შეეხება ამ ე.წ. რეჟიმის განცხადებას, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან, ჩემი პასუხია ძალიან მოკლე - "ვერა", იმიტომ, რომ არ იმიჯნება ერთმანეთისგან ისევე, როგორც არ ხელოვნება და პოლიტიკა, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ მსგავსი შიდა კომუნიკაციები და სპორტული აქტივობები სწორედ საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. მისი თქმით, "ოცნება" სანქცირებულ სპორტსმენებს, ფაქტობრივად, იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება.
ასეთი ტიპის ურთიერთობები მე უფრო საბჭოთა კავშირს მახსენებს, ვისაც არ აქვს ეს ინფორმაია, რომ გადახედოს, როდესაც მხოლოდ ამ საბჭოთა სივრცეში იყო ხოლმე შიდა კომუნიკაციები და სპორტული აქტივობები ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციას და იმ სპორტსმენებს, რომლებიც არიან დასანქცირებულები და საერთაშორისო ღონისძიებებში ვერ იღებენ მონაწილეობას. კიდევ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და საერთოდ, კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ, საერთოდ წყვეტენ თუ არა ესენი რამეს და რამდენად ვართ უკვე ამ რუსული სივრცის ნაწილი, - ამბობს ტატო ქელბაქიანი.
მისცემენ თუ არა სანქცირებულ რუს სპორტსმენებს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას, ფარიკაობის ფედერაციამ უნდა მიიღოს. თუმცა, მაგალითად, გამოცემა "პუბლიკა" აქვეყნებს ფერედაციის პრეზიდენტის მოკლე პასუხს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ მას ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.