„ეს არ არის სამართალი, ეს რეპრესიაა“ - საერთაშორისო მედია ორგანიზაციები ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

13.07.25 13:53
„ეს არ არის სამართალი, ეს რეპრესიაა“ - საერთაშორისო მედია ორგანიზაციები ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

სამი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოუხსნას ყველა უსამართლო ბრალდება მზია ამაღლობელს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ქალი ჟურნალისტი.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები დღეს რუსთავის ციხესთან მივიდნენ და მკაფიოდ თქვეს, რომ კრიტიკული მედიის დევნით "ოცნება" ავტორიტარიზმს აძლიერებს.

მზია უბალოდ ჟურნალისტი არ არის. ის არის პირველი ქალი რეპორტიორი საქართველოში, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით დააპატიმრეს საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი დაპატიმრება არა მხოლოდ უსამართლოა, ეს არის აღმაშფოთებელი. მზიას სასამართლო პროცესი სავსეა აშკარა უსამართლობებით, მათ შორის საჯარო თავდასხმებით ქვეყნის პრემიერ-მიონისტრის მხრიდან. ეს არ არის სამართალი, ეს არის რეპრესია. ჩვენ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ვაცხადებთ მკაფიოდ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება ეფუძნება აბსურდულ ბრალდებებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების გაჩუმებას, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ავტორიტარიზმი ძლიერდება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს იგი დაუყოვნებლივ, - განაცხადარეპორტიორები საზღვრებს გარეშეს წევრმა ჟანა კაველიემ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრმა გიფსი გილიენ კაიზერმა "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა. მან "საშინელი უსამართლობა" უწოდა ფაქტს, როცა უსაფუძვლო ბრალდებებით ჟურნალისტი ქალი საპატიმროში თვალის ჩინს ჰკარგავს, მომიტინგეებზე მოძალადე პოლიციელები კი ამ დრომდე დაუსჯელები არიან. 

ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის. ამ უსამართლო პატიმრობისას, რომელიც აშკარად გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე მოხდა და რის გამოც მას შესაძლოა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს მზია თვალის ჩინს ჰკარგავს. რა საშინელი უსამართლობაა, როცა ჟურნალისტი, რომელიც იყო სინათლის შუქურა, ჰკარგავს მხედველობას მაშინ, როდესაც პოლიციელები, რომლებმაც სასტიკი ძალადობა გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ, დაუსჯელები რჩებიან. 

მზია, ამაღლობელო, შენს ყველაზე მძიმე დროს ჩვენ შენს გვერდით ვართ და არ ვაპირებთ, გავჩერდეთ მანამ, სანამ თავისუფალი არ იქნები, - განახადა რუსთავის ციხესთან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრმა  გიფსი გილიენ კაიზერმა. 

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა ემი ბრულეთმა პირდაპირ თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არსებული ბრალდება არაპროპორციულია და მიზნად თავისუფალი ჟურნალისტების დაშინებას ისახავს.

მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის არაპროპორციული და მიმართული დამოუკიდებელი მედიის დაშინებისკენ. აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად ვდგავარ მზიას სოლიდარობის ნიშნად იმ იმედით, რომ მისი საქმე კიდევ უფრო მეტი ყურადღებს ცენტრში მოექცევა. საქართველომ ბევრი იბრძოლა და დღემდე იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მზია არის ერთადერთი ქალი ჟურნალისტი პოლიტპატიმარი ქალი საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან და ის სწორედ მაშინ დააპატიმრეს, როდესაც დამოუკიდებელი მედია საქართველოში ძალადობისა და მზარდი თავდასხმის ქვეშაა, - განაცხადა  პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა ემი ბრულეთმა. 

საერთაშორისო მედიაორგანიზაცეიბის წარმომადგენლები გეგმავენ, ხვალ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესსაც დაესრწონ. 

მსგავსი სიახლეები