ახალციხის საბავშვო ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
ახალციხის საბავშვო ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.
დედა ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. ქალი გამოცემა "პალიტრანიუსთან" ამტკიცებს, რომ მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო. ის ვარადაუდობს, რომ სიკვდილამდე ბაღში მოხდა რაღაც, თუმცა რა - არის იცის. ანი ლომიძე პირობას დებს, რომ ყველა გარემოებას დამოუკიდებლად დაადგენს.
მოვიდა პასუხები - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩეულებრივი დღე, არაფერი გამოკვეთილი არ ყოფილა არც ცუდად გახდომა, არც წინაპირობა არაფერი ყოფილა. ყველანაიად ჩვეულებრივი დღე იყოწავიყვანეთ მე და ჩემმა მეუღლემ ბაღში დავტოვეთ ბავშვი და სამსახურებში წამოვედით. სხვა განსაკუთრებული არაფერი და უკვე საღამოს საათებში მითხრეს, რომ ბავში იყო უკვე დაღუპული. თუ ბოლომდე სიმართლე არ გაირკვევა და მე არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე ასე მშვიდად. ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა, მაგრამ პირადად მე ვინც მიცნობს, იცის, მე როგორი დედა ვარ. ერთი სიტყვით, მე ის მინდა დავამატო, რომ მე არ ვჩერდები და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავიგო, ჩემს შვილს რა დაემართა, ჩემს სრულიად ჯანმრთელ ბავშვს, - ამბობს ანი ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის დაჩი მაისს, საბავშვო ბაღში მოულოდნელად გარდაიცვალა.