„არ დაიჭირო!“ - პარლამენტთან მოქალაქეები მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

13.07.25 17:21
„არ დაიჭირო!“ - პარლამენტთან მოქალაქეები მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

„არ დაიჭირო!“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან და მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც. 

 აქციის ორგანიზატორი პარტია „გირჩია“. პოლიტიკური გაერთიანება "ქართულ ოცნებას" ადამიანების ნარკოტესტზე იძულებით გადაყვანაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეების თქმით, ოლიგარქის გუნდი ცდილობს, დაკარგული მხარდაჭერა პოლიციური მეთოდებით დაიბრუნოს და ამისთვის ზეწოლას ზრდის.

"გირჩის" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ადამიანების ტოტალური ტერორი უნდა შეჩერდეს.

"ქართული ოცნება" არის უპრინციპო პოლიტიკური ძალა. მათ არანაირი ჩამოყალიბებული პრინციპი და შეხედულება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოსმოწყობილი საზოგადოება, არ გააჩნია და როგორც სიტუაციურად აწყობთ, ისე იქცევიან. თავის დროზე ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ ნარკოპოლიტიკა შეცვალეს და შეარბილეს, რაც ძალიან სწორი იყო. ყველა მიმართულებით ცდილობენ, გაამკაცრონ, მოუჭირონ, უფრო ავტორიტარულ მმართველობაზე გადავიდნენ, იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თუ აგერ, კანაფის მიმართულებით... მისი საქმეა მისი სხეული და ამატ ციხით ემუქრება, - ამბობს "გირჩის" წევრი. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიცია მოქალაქეებს ქუჩებში აჩერებდა და ნარკოტესტზე შესამოწმებლად გადაჰყავდა. 

მსგავსი სიახლეები