„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

13.07.25 17:51
„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში „ბათუმი მოლში“  საგანგებო მდგომარეობაა. ობიექტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. შენობიდან ცოტა ხნის წინ მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც სუს-ი "ინტერპრენიუსთან" აცხადებს, ადგილზე მიმდინარეობს სპეციალური ოპერატიული ღონისძიება, რომელიც უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ზომებს ითვალისწინებს.

„საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „ბათუმი მოლის“ ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს“, — აცხადებენ უწყებაში.

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. ადგილზე სამართალდამცავთა მობილიზება გრძელდება.