საგანგებო განცხადება რუსთავის ციხესთან - საერთაშორისო მედიაორგანიზაციები მზია მაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
მედიის თავისუფლებაზე მომუშავე 3 გლობალური ორგანიზაცია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ერთიანდება. რუსთავის ქალთა ციხესთან დღეს საერთაშორისდო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
მსოფლიოში ცნობილი მედიაორგანიზაციებისთვის ეჭვგარეშეა, რომ მზია ამაღლობელის დაკავება დამოუკიდებელი ქართული მედიის დაშინებისა და თავისუფალი ხმის ჩახშობის მცდელობაა. მათთვის სამაგალითოა ქართული კრიტიკული მედიის გამბედაობა, რადგან ის, ზეწოლის მიუხედავად, დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.
მედიამკვლევარები და ექსპერტები შეშფოთებულები არიან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებით. ქვეყანაში არსებული მძიმე და უთანასწორო გარემოს უკეთ შესწავლის მიზნით, ისინი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალის მორიგ პროცესს დაესწრებიან. დღევანდელი სოლიდარობის აქტით კი ივანიშვილის გუნდს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს და რეაგირების გარეშე არაფერს ტოვებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.