სანქცირებული რუსი სპორტსმენები თბილისში - ფარიკაობის ჩემპიონატზე სამხედრო წოდების მქონე სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას
თბილისი 22 ივლისიდან ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი სპორტსმენები ე.წ. "ნეიტრალური სტატუსით" მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირში 18 რუსი ფარიკაობის სპორტსმენი ჩაერთვება, მათ შორის სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი - ორივე რუსული პროპაგანდის აქტიური გავრცელების გამო საერთაშორისო სანქციების სიაშია შეყვანილი. ორივეს სამხედრო წოდება აქვს და ორივე საჯაროდ უჭერს მხარს პუტინის ომს უკრაინაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტსმენები ფორმალურად "ნეიტრალურ" სტატუსს ატარებენ, გაჩნდა კითხვები - რამდენად ნეიტრალურია რუსი სპორტსმენი, რომელიც თავად არის რუსეთის არმიის წარმომადგენელი და ემსახურება რეჟიმს, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.