ჯანგველაძის საქმე ახალ ეტაპზეა - პროკურორის ცვლილების შემდეგ ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

13.07.25 20:19
ჯანგველაძის საქმე ახალ ეტაპზეა - პროკურორის ცვლილების შემდეგ ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე ახალ ეტაპზე გადადის. 2 დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება, მკვლელობის იარაღი, ვიდეომტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები - ეს საქმის მასალების ის ჩამონათვალია, რომლითაც ახალმა პროკურორმა რეზონანსულ მკვლელობას ფარდა უნდა ახადოს. ე.წ კანონიერი ქურდის ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურორირ ცვლილებით პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას - ვის ინტერესში იყო ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაცია?

მოკლულის ჯახი და ადვოკატი საქმიდან ძველი პროკურორის აცილებას ბოლო 2 თვეა ითხოვდა. ე.წ კანოიერი ქურდის გარემოცვა ამტკიცებს, რომ გია შაიშმელაშვილმა მტკიცებულებები გაანადგურა და საგამოძიებო მოქმედებები გააჭიანურა, რადგან ის მკვლელობის დამკვეთების ინტერესებს ატარებდა.

პროკურორის აცილების შემდეგ ე.წ კანონიერი ქურდის გარემოცვა ახლა მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ჯანგველაძეები დარწმუნებულები არიან, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.

გია შაიშმელაშვილის აცილებას ითხოვს მკვლელობის საქმის მეორე ფიგურანტის ოჯახიც. სანდრო წივწივაძე გია შაიშმელაშვილმა იარაღის რეალიზების მუხლით დააკავა. პროკურორი ამტკიცებს, რომ დაქირავებულ ქილერს დანაშაულის ჩასადენად იარაღი წივწივაძემ გადასცა. ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში ამ დრომდე არ დევს, გარდა ერთისა - ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა კანონიერი ქურდის ძმა ჩაცხრილა, 2019 წლამდე წივწივაძის მფლობელობაში იყო.

ვრცლად ნახეთ სოფო ნაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები