„არ დაიჭირო!“ - თბილისში ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „გირჩის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა ლოზუნგით - „არ დაიჭირო!“. მოქალაქეებმა მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს და პოლიციის მასობრივი რეიდები გააკრიტიკეს, რომლითაც, მათი თქმით, ხელისუფლება იძულებითი ნარკოტესტირების გზით ცდილობს დაკარგული მხარდაჭერის აღდგენას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ქუჩებში განსაკუთრებით ახალგაზრდებს აჩერებენ და სამედიცინო შემოწმებაზე გადაჰყავთ. იურისტების რეკომენდაციაა, რომ ასეთ შემთხვევებში მოქალაქეებმა უარი თქვან ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაყვანაზე და ტესტირება დამოუკიდებლად ჩაიტარონ.
ოპოზიციური პარტია „გირჩი“ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აღადგინოს, რაც ტოტალურ კონტროლს და თავისუფლებების შეზღუდვას ნიშნავს.
ვრცად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.