ბრძოლა ბოლომდე! - რუსთაველის გამზირი პროტესტის 228 დღესაც გადაიკეტა

13.07.25 21:21
ბრძოლა ბოლომდე! - რუსთაველის გამზირი პროტესტის 228 დღესაც გადაიკეტა

პროტესტის 228 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეები, ვინც ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა არასწორი კურსით მიჰყავს, დღესაც ტრადიციულ ადგილზე შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ციხეში 40 წელი შეუსრულდა თანაინვესტირების ფონდის თანაინვესტირების ყოფილ ხელმძღვანელს. გიორგი ბაჩიაშვილს დაბადების დღე აქციიდან პაატა ბურჭულაძემ მიულოცა და უთხრა, რომ მომდევნო წელს საკუთარ დაბადების დღეს აუცილებლად თავისუფებაზე შეხვდება.

მსოფლიო ბანმა ასევე ზურა ჯაფარაიძეს დედის გარდცვალება მიუსამძიმრა. 

პაატ ბურჭულაძემ ყურადღება ასევე 4 ოქტმბერს ჩანიშნულ ყრილობაზეც გაამახვილა. 

მე გიორგის ვულოცავ დაბადების დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ 41 წელს (შთამბეჭდავი რიცხვია), შეხვდება თავისუფლებაზე. აუციებლად, გიორგი, ეს ასე იქნება. და, რა თქმა უნდა, დღეს რუსთაველის გამზირზე მყოფი ყველა მოქალაქის სახელით მე ვუსამძიმრებ ზურა ჯაფარიძეს დედის გარდაცვალებას. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რომ პოლიტპატიმრის მშბელი გარდაიცვალა. 

დღეს ისეთი განწყობაა, ყველა ბრძოლის ხასიათზეა აქ. რუსთაველის გამზირის სახელით უნდა გითხრათ, რომ ჩვენს დაანონსებულ ყრილობას 4 ოქტომბერს აქვს ძალიან კარგი გამოხმაურება. იმდენად კარგი, რომ ჩვენ არც კი მოველოდით, ხალხი დარაზმულია, რომ 4-ში ჩვენ შევიკრიბოტ და 5-ში დილით გავიღვიძოთ თავისუფალ, წყნარ, ბედნიერ საქართველოში. ასე რომ, მზად ვართ ყველანი ასეთი ბრძოლისთვის, - თქვა ბურჭულაძემ. 

აქციაზე იმყოფება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძეც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებლად "ოცნების" ხელისუფლების დამარცხებით დასრულდება. 

228 დღეა, რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში 228 დღეა იკეტება ყოველ საღამოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი ორი მთავარი მოთხოვნით: ეს არის ჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების თავისუფლება და რასაკვირველია, ახალი არჩევნები. დიახ, პატრიოტი ხალხის დგას ყოველდღიურად აქ და მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ. ამ უწყვეტმა პროტესტმა ქნა ის, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთ. რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ გავამხნევო ყველა სინდისის პატიმარი. პირველ რიგში, მივუსამძიმრო გია და ზურა ჯაფარიძეებს ეს უდიდესი ტრაგედია.

და ბოლოს, არ შემიძლია, არაჩვეულებრივ ადამიანს, ძალია პატრიოტს გიორგი ბაჩიაშვილს არ მივულოცო დაბადების დღე, რომელიც ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილის ტყვეა დამე მჯერა, რომ ძალიან მალე, გიორგი ვიქნებით ერთად, ყველა ერთად აქ, რუსთაველის გამზირზე ვიზეიმებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსეთისგან. მინდა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არასდროს მოგცემთ ქართველი ხალხი იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა გახადო რუსეთის ნაწილი. ბრძოლა გამარჯვებამდე და ბოლომდე!, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები