ავარიას ქუთაისში 2 ადამიანი ემსხვერპლა
ავარიას ქუთაისში ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.
“ინფოიმერეთის“ ინფორმაციით, 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: ინფოიმერეთი