ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა სოფელ დირბთან მუშაობა განაახლეს-ის „ოცნებას“ უმოქმედობაში ადანაშაულებს

14.07.25 12:11
ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა სოფელ დირბთან მუშაობა განაახლეს-ის „ოცნებას“ უმოქმედობაში ადანაშაულებს

რუსეთის არმიის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონ, სოფელ დირბის მიმდებარედ მუშაობა განაახლეს. კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, როგორ გადაადგილდებიან შეიარაღებული რუსი ფორმიანები.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ქაცარავა “ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ „მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ბედის ანაბარა ჰყავთ დატოვებული.“

ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა ოკუპანტების აქტივობა, სოფელ დირბთან. ისინი გამოჩნდნენ და დაიწყეს მუშაობა, შეიძლება ითქვას, რომ მიმდიანრეობს ტერიტორიის მოსუფთავება და მზადება, შემდგომი ბორდერიზაციისთვის. ისინი მუშაობენ ღობის გასწვრივ, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს აქტივობა რუსების მხრიდან, შესაძლოა, ითქვას, რომ დირბიდან თამარაშენამდე იგეგმება საოკუპაციო ღობის ინსტალაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი რეაქციის და რეაგირების გარეშე რჩება ე.წ. ხელისუფლება,  არცერთი პოლიციელი და ხელისუფლების წარმომადგენელი არ გამოჩენილა მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ღოღეთის მიმდებარედ, შეღობვის პერიოდში არავინ მისულა,- ამბობს დავით ქაცარავა.

ადგილობრივების თქმით, სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და მეორე ნაწილზე კი, სადაც მისვლის შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა უწევთ, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ.

გადასვლით არ გადავდივართ, საზღვარია და თუ გადავალთ, შეიძლება აგვიყვანონ, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მსგავსი სიახლეები