სინდისის 8 პატიმარი სასამართლოში მიიყვანეს - დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან
საქალაქო სასამართლოში დღეს სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. ადვოკატების ინფორმაციით, დღესვე დაიწყება იმ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ინტერესების დამცველების შეფასებით, არათუ ბრალდების დამდასტურებელია, არამედ, პირიქით, პოლიციელების და სპეცრაზმელების წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებაა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ამასთან, ზვიად ცეცხლაძის დედა ფიქროს, რომ პროცესები მედიისთვის სწორედ იმიტომ დახურეს, რომ სიმართლე ცხადი იყო.
თუ ეს ბიჭები დამნაშავეები არიან, აჩვენეთ თქვენს ამომორჩევლებს. არ არიან დამნაშავეები, სხვა გზა არ დაიტოვეთ და დახურეთ პროცესები. კითხვას რომ უსვამენ, ცრუ მოწმე პასუხს ვეღარ სცემს. ეს ბიჭები რომ კითხვას დაუსვამენ, იმდენად იბნევიან და ისეთი აცდენები აქვთ, რომ სხვა გზა არ დაიტოვეს და დაახურინეს პროცესი. მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს და არც იმის შიში მაქვს, რომ ეს ბიჭები დიდხანს იქნებიან. სამართალი ჩვენს კართა არის მოსული, უბრალოდ, როდის გაიღება, სულ ცოტაც და ნახავთ, თუ არ ვიზეიმებთ ამ ყველაფერს, - ამბოსბ ნარგიზი დგებუაძე.
თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ ბევრ ადამიანს იცნობს, რომლებიც "ოცნების" მომხრეები არიან, თუმცა ბიჭების პატიმრობაში ყოფნას არც ისინი ეთანხმებიან. მარიზი კობახიძე ფიქრობს, რომ სხდომებიც ამიტომ დაიხურა, რომ სიმართლე დამალონ, რათა ივანიშვილის გუნდმა საკუთარი მომრეებიც არ დაკარგოს.
მე ვფიქრობ, რომ არცერთი მოწმე არ ლაპარაკობს სიმართლეს. საინტერესოა, რას იტყვი მოწმე, რომელმაც სახლიდან წაიყვანა თორნიკე. მშობლებისგან ვიცი, როგორ მოხდა მათი შვილების დაკავება და მოწმე რას ლაპარაკობს და მშობლის უფრო მჯერა, ვიდრე მოწმის. ჩვენს გვერდში ძალიან ბევრი მომხრეა "ქართული ოცნების", ჩემს სამეგობროში და სამეზობლოშიც, მაგრამ 24 საათი მეკითხებიან თორნიკეს ამბავს და 24 საათი ჩემთან ერტად იწყევლებიან ისინი ამ მთავრობის მისამართით და ამიტომ ვფიქრობ, ზუსტადაც იმიტომ დახურეს (სხდომები), რომ მათ მაინც აღარ გააპროტესტონ, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე.