სინდისის 8 პატიმრის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სხდომების სრულად დახურვით იმუქრება

14.07.25 13:30
 სინდისის 8 პატიმრის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სხდომების სრულად დახურვით იმუქრება

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა სინდისის 8 პატიმრის დღევანდელ პროცესზე დარბაზში შეკრებილებს მკაცრი გაფრთხილებით მიმართა. მისი განცხადებით, სასამართლო არ დაუშვებს სხდომიდან არც ვიდეოკადრის და არც აუდიოჩანაწერის გავრცელებას სოციალურ ქსელებში.

მოსამართლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერში აღმოჩნდება მოწმე, ბრალდებული ან პროკურორი, სასამართლო უფლებას იტოვებს, პროცესები სრულად დახუროს დამსწრე საზოგადოებისათვის.

სწორედ თამარ მჭედლიშვილი განიხილავს „სინდისის პატიმრების“ საქმეებს, პროცესს, რომლის სანდოობასაც მრავალი ორგანიზაცია და დამკვირვებელი უკვე პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

მსგავსი სიახლეები