სინდისის 8 პატიმრის საქმეზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხნენ - რა ხდებოდა პროცესზე

14.07.25 14:08
სინდისის 8 პატიმრის საქმეზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხნენ - რა ხდებოდა პროცესზე

სინდისის 8 პატიმრის საქმეზე დღეს გამომძიებელი გენადი იოსებაშვილი გამოიკითხა. პროკურატურის მოწმე პროცესზე ამტკიცებდა, რომ სოციალურ ქსელში ნახა ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, როგორ ისვრის სინდისის პატიმარი ინსაფ ალიევი პოლიციელების მიმართულებით გარკვეულ ნივთს. 

ამ წუთებში სასამართლო დარბაზში გარდაბნის სამმართველოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯანიკაშვილის შევიდა. ეს ის მაღალჩინოსანია, რომელიც სინდისის 11 პატიმრის საქმეზეც გამოიკითხა და რომელიც ამტკიცებდა, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ ჰქონდა პრეტენზია, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერცერთი მათგანი ვერ ამოიცნო. 

იურისტების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა საკუთარი მოწმეების გამოკითხვას დაასრულებს, დაცვის მხარეს ერთთვიანი ვადა დასჭირდება, რათა ალტერნატიული მოწმეები გამოჰკითხოს.

სინდისის პატიმრების ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმეები თეთრი ძაფით არის ნაკერი. მათი თქმით, პროკურატურა ცდილობს, საქმის განხილვა რაც შეიძლება, სწრაფად დაასრულოს, რომ 9 თვიანი წინასწარი დაკავების ვადაში ჩაეტიოს. 

4 სექტემბერია ის ვადა, როდესაც 9 თვიანია დაკავების ვადა ამოიწურება, შესაბამისად, იძულებულია პროკურატურა, რომ ყველანაირი ხერხებით და დაჩქარებული წესებით მოხდეს განხილვა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვნად დგას საკითხი, დაცვის მხარეს რამდენად გვაქვს დრო, რომ ჩვენ არსობრივად და მნიშვნელოვნად გამოვიყენოთ დრო და მივიღოთ მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევაში. 

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, კიდევ უწევს რამდენინე ხანში აღკვეთის ღონისძიების გადახედვას, ასე ვთქვათ, პროცესის დათქმის დრო როდესაც გავა ეს ორი თვე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ ეს ადამიანები იყვნე თავისუფლებაზე, იმიტომ, რომ არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ მათ შეეცვალოთ ყველაზე მძიმე ფორმა - პატიმრობა, - ამბობს არჩილ ჭავჭანიძე

ცოტა ხნის წინ გაიხსნა კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, გამოიკითხება თუ არა ბალდებული პროცესზე თუ ის საბოლოო სიტყვის უფლებით საქმის დასკვნის ეტაპზე ისარგებლებს.  

მსგავსი სიახლეები