გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება

14.07.25 15:10
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება

SOLO-ს და Mastercard-ის ორგანიზებით, 19 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით, Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია გაიმართება. 

მუსიკალურ საღამოებზე, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების ცოცხალ შესრულებას. 

ინიციატივის ფარგლებში, SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენისას SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდის შემთხვევაში 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:

19 ივლისი - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, NIKALA
26 ივლისი - KORDZ & BAND
9 აგვისტო - BEDFORD FALLS
16 აგვისტო - ნინი ნუცუბიძე, NIKALA, ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი
23 აგვისტო - MOKUMOKU
SOLO-ს შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს..

NS