ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა-მზია ამაღლობელი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელია პროცესი მიმდინარეობს, სადაც ჩვენებას თავად ამაღლობელი აძლევს.
მისი თქმით, “ვინმე დგებუაძემ “დაიგინა“, რომ “სისხლით ჩასვამდა“ და ჩასვა.“
ამაღლობელმა არ იცის, რამდენი წელი მოუწევს ციხეში ჯდომა, რადგან მისი თქმით, “რეჟიმს უნდა ასე“.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, ათამდე გამომძიებელი იყო მის საქმეში ჩართული, თუმცა არაფერი გამოიძიეს.
ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.
მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.
პროფესიულ, კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.
ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია.
ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, - აღნიშნა მზია ამაღლობელმა, რომლის სიტყვასაც სასამართლო პროცესიდან გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მზია ამაღლობელის დაკითხვის დაწყებამდე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მზია ამაღლობელის კაბინიდან გამოყვანის და ტრიბუნასთან დაკითხვის შესახებ, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მას მიკროფონი შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში მიაწოდეს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.