დგებუაძე მაგინებდა, სახეში შემაფურთხა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა - მზია ამაღლობელი დაკავების დეტალებს იხსენებს

14.07.25 17:49
დგებუაძე მაგინებდა, სახეში შემაფურთხა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა - მზია ამაღლობელი დაკავების დეტალებს იხსენებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელია პროცესი მიმდინარეობს, სადაც ჩვენებას თავად ამაღლობელი აძლევს.

ის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წლის 11 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციას და მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.

მზია ამაღლობელის ჩვენების მიხედვით, ირაკლი დგებუაძე სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ის მას სცემდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობს, “იმ სიმშვიდეს, როგორ არ დალეწა იქაურობა, როგორ არ იყვირა, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან“.

ეთერ თურაძესთან მივედი, მინდოდა მარტო არ ყოფილიყო. მეც ვცდილობდი და თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი, პოლიციელებთან დისტანცირდით-მეთქი. პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, გადამიარეს. როცა დაკავებულებზე ვეკითხებოდი, პოლიციელები აგრესიულად მპასუხობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას დააკავებდნენ, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა. სილის გაწვნის ფაქტი, საპატიმროში ვიდეო კადრი როცა ვნახე, მაშინ აღვიქვი. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა, ესე გი გარდაუვალი იყო, სხვანაირად არ შემეძლო მომხდარიყო. ეს არ იყო დაგეგმილი ქცევა, ეს იყო იმპულსური რეაქცია....

არ ვიცი, ე.წ. დაზარალებულ დგებუაძეს რაში დაჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყვადი, მესმოდა გინების ხმა - ვბრაზობ ხოლმე, აი ბრაზი მახრჩობს.

დგებუაძემ მკითხა - "როგორ დამარტყიო", თავზე მედგა, ვცდილობდი, არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემსკენ. შემიძლია მოსამარლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემსკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემსკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი… ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან”, - განაცხადა ამაღლობელმა.

მსგავსი სიახლეები