"გააუქმეთ დადგენილება" - ბაჩიაშვილის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი პროკურატურას იმ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვითაც პოლიტპატიმარს ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტი ეკრძალება.
დავით ჯანდიერის განცხადებით, აღნიშნული დადგენილება მიზანმიმართული ნაბიჯია იმისთვის, რომ უკიდურესად რთულ სიტუაციებში ბაჩიაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ის დადგენილება, რომელიც არის მიღებული, კანონსაწინააღმდეგო დადგენილება გიორგი ბაჩიაშვილისთვის, ყოველგვარი კონტაქტის და კომუნიკაციის აკრძალვაზე გარე სამყაროსთან, ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან, მის უკან. ჩვენ მას აღვიქვამთ, ამ დადგენილებას, როგორც მიზანმიმართულ ნაბიჯს, გადადგმულს იმისათვის, რომ ყველაზე უკიდურესად რთულ სიტუაციაშიც, რასაც ვეძახით გადაუდებელ სიტუაციას, მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი ხმა მიაწვდინოს გარე სამყაროს.
ამიტომ ნებისმიერ ინციდენტზე, ამ ინციდენტზეც პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და ნებისმიერ მომავალ ინციდენტზეც პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მივმართავ პროკურატურას, ეს კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური და ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველ დაცლილი დადგენილება გააუქმეთ, რომლის შინაარსი წარმოუდგენელი სირცხვილი არის, გააუქმეთ ეს დადგენილება," - აცხადებს დავით ჯანდიერი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.