დგებუაძე მაგინებდა, იწევდა საცემად, შემაფურთხა - მზია ამაღლობელმა არაადამიანური მოპყრობის დეტალები გაიხსენა

14.07.25 21:17
დგებუაძე მაგინებდა, იწევდა საცემად,  შემაფურთხა  - მზია ამაღლობელმა არაადამიანური მოპყრობის დეტალები გაიხსენა

სინდისი პატიმარი ჟურნალისტი, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად იხსენებდა დაკავების შემდგომ განვითარებულ მძიმე მოვლენებს, როგორ ამცირებდა და აყენებდა შეურაცხყოფას მას ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში. მზია ამაღლობელი ყვება, რომ დგებუაძე მასზე ფიზიკურ ძალადობას ცდილობდა, აგინებდა და სახეში აფურთხებდა. ის თავს რეჟიმის პირად პატიმრად მიიჩნევს.

მზია ამაღლობელმა პროცესზე პროკურატურის ბრალდებაზეც ისაუბრა, ამბობს რომ ეს იმპულსური რეაქცია იყო იმ შეურაცხყოფაზე, რასაც დგებუაძისგან ისმენდა და მიზანი შურისძიება არ ყოფილა.

დღეს, პატიმარი ჟურნალისტი ჩვენებას შუშებით შემოსაზღვრული კაბინიდან აძლევდა, რადგან დაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  ჟურნალისტს იმის უფლებაც კი არ მისცა, რომ შუშის კაბინიდან გამოსულიყო და ჩვენება დარბაზიდან მიეცა.

მოსამართლე სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, სადაც ადვოკატები "ოცნების" პარლამენტარის, ნინო წილოსანის დაკითხვას ითხოვდნენ, იმ მიზეზით, რომ წილოსანმა მზია ამაღლობელს ბრალი დასდო, თითქოს მან სილა დაკვეთით გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს. მოსამართლე არც ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაბარებას აპირებს, რომელიც  უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს მზია ამაღლობელის მიმართ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები