საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა - ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი

14.07.25 20:39
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა - ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი

 

 

„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა - ინფორმაცია მედიას შს მინისტრმა, გეკა გელიძემ მიაწოდა. 

მისი თქმით, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

მისი თქმით, დაშავებული კლინიკაში გადაყვანილი პირი კონტაქტურია.

ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

მანამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ. 

მან თქვა, რომ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

“შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები