"მთავარი საყრდენი იყო გატეხილი. ინგრეოდა" - მოქალაქე სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ შენობაზე
მოქალაქის განცხადებით, შენობა, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოინგრა, ყოველთვის ავარიული იყო.
მოქალაქის განცხადებით საყრდენი კედელი გადატეხილი იყო და შენობიდან ქვები ცვიოდა.
...შიგნით ახლა ვინ არის და რამდენია მოყოლილი მართლა არ ვიცი. მაგრამ ეს შენობა, რომ ყოველთვის ავარიული იყო და იმ გადახსნილ კედელს, რომ ხალხი მისდღემში ხალხი ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა, ეს უკვე ორჯერ ორი ოთხივითაა, როდესღაც უნდა ჩამონგრეულიყო.
მიუხედავად იმისა, ამ შენობის ქვემოთ სადაც ახლა "დეილი" არის გახსნილი, "დეილის" შიგნით მთავარი საყრდენი იყო გატეხილი, გადატყდა, ინგრეოდა. ის საყრდენი, რომელიც ჩამოწეული იყო გადალამაზებულია პლასმასებით. სინამდვილეში ეს შენობა მთლიანად ინგრევა. ეს არის დასაწყისი, დანარცენი აწი იქნება.
ეს საშინელება თუ ღირდა იმად რომ ვიღაცა მომკვდარიყო და მერე გაეკეთებინა ახალი, აგერ ჰქონდეთ... სულ ცვიოდა კენჭენი," - განაცხადა მოქალაქემ.
ცნობისთვის, დღეს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით, ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.