მიშამ გამაკვირვა... - გელა ჩარკვიანი სააკაშვილზე

06.10.21 14:27
მიშამ გამაკვირვა... - გელა ჩარკვიანი სააკაშვილზე

მწერალი და პუბლიცისტი, ინგლისური ენის სპეციალისტი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსწავლეობის პერიოდზე წერს. გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთი საკითხების შესახებ იჩენდა ყურადღებას, რომზეც წარმოდგენა მასზე უფროს და განათლებულ თაობას არ ჰქონდა.

იყვნენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათთვის, ბუნებრივია, პროგრამაში დამატებითი ელემენტები შემქონდა. ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება, არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა. 60-იანების მეორე ნახევარში ის თავადაც ჩემი მოსწავლე იყო, როგორც მისი ძმა, თემური. უფროსკლასელმა მიშამ გამაკვირვა არა მარტო მასალის შეთვისების იშვიათი უნარით, არამედ სრულიად დაუჯერებელი ინტერესითა და ცოდნით ისეთი თემების და საკითხებისა, რომელთა შესახებ განათლებულ უფროსებსაც კი ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ, ან სულაც არ ენაღვლებოდათ. პირველივე გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ ჩემი ენის შესწავლის და დახვეწის არც თუ ადვილად დასაძლევი პროგრამის მიღმა მასთან მისი ინტერესების შესატყვისი მასალებიც უნდა გამომეყენებინა. გავიარეთ ამერიკული High School-ის სახელმძღვანელოები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში. გაკვეთილებზე მუდმივად ვარჩევდით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მიშამ ესეც არ იკმარა და თვითონ დაიწყო გაზეთის კეთება. შინ დაამზადებდა, გაკვეთილზე მოიტანა და და მაჩვენებდა. ზოგ საინტერესო ინფორმაციას სხვა წყაროდან გადმოიწერდა, ზოგ წერილს თვითონ წერდა, მათ შორის ფრანგულადაც. ფრანგულს მარა ჭავჭავაძესთან სწავლობდა. გაზეთის ბოლო გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში ამაყად მიაწერდა Editor-in chief Mikheil Saakashvili.”
წიგნიდან „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“- წერს გელა ჩარკვიანი.