Amnesty international: აუცილებელია ბაჩიაშვილის განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება დაუყოვნებლივ

14.07.25 22:03
Amnesty international: აუცილებელია ბაჩიაშვილის განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება დაუყოვნებლივ

Amnesty international-ი  გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აუცილებელია ბაჩიაშვილის განცხადებების დაუყოვნებლივ,  დამოუკიდებელი გამოძიება. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილს ადვოკატებთან წვდომის საშუალება არ მიეცა მაშინაც კი, როცა მიღებული დაზიანებების გამო მკურნალობდა. 

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის ყოფილი მრჩეველია და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ საკანში. მას წვდომა არ მიეცა ადვოკატებთან, მათ შორის მაშინაც, როცა მკურნალობდა მიღებული დაზიანებების გამო. აუცილებელია მისი განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება დაუყოვნებლივ," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები