ტრაგედია თბილისში - ექსპერტები ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვენ
ტრაგედია თბილისში - კორუფციის მკვლევარები "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობისგან, ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვენ.
ბესიკ დონაძის განცხადებით, გამგეობამ უნდა უპასუხოს კითხვას, რა პირობებს სთავაზობდნენ ჩამონგრეული სახლის მაცხოვრებლებს და აუხსნეს თუ არა მათ, რა საფრთხის ქვეშ იყვნენ ისინი.
დიდუბის რაიონის გამგეობამ საჯარო გახადოს ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ის ოქმი, რომელიც კალაძემ ახსენა, რომ არის დაოქმებული და ოქმში ამაოვიკითხოთ, რ პირობებს სთავაზობდნენ ამ ადამიანებს და როგორ აუხსნეს რა საფრთხის წინაშე იყვნენ ეს ხალხი. გამოაქვეყნონ ოქმები, გამოაქვეყნონ ექსპერტიზის დასკვნა," - აცხადებს ბესიკ დონაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე აღნუშნავს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით, "სრული აბსურდია".
შს მინისტრის განცხადება, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომელიც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება სრული აბსურდია. აქ მოხდა ტრაგედია სწორედ იმიტომ, რომ არანაირი სამშენებლო სამუშაომ არანაირი რეკონსტრუქცია, გამაგრება, ამ მწვავედ ავარიული შენობის," - განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ შენობას 2 ადამიანი ემსხევრპლა და 1 დაშავდა. გარდაცვლილები ვინც - აბასთუმნის ქუჩაზე ბეტონის მასის ქვეშ მოექეცნენ - ხორცის საყიდლად მისული დავით ბართია და გარემოვაჭრე- მანანა დარახველძე არიან. ექიმები ამ წუთებში გარდაცვლილი დავით ბართიას დის გადარჩენას ცდილობენ, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე, დილიდან პოლიტიკური განცხადებები კეთდება - ოპოზიცია მერიის დაუდევრობაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, ეს ფაქტი კახი კალაძემ გუშინ ეს თავად დაადასტურა და აღიარა, რომ შენობას მეხუთე კატეგორიის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საშიში იყო და უსაფრთხოების ღობით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული.
უკმაყოფილება გამოიწვია დედაქალაქის მერს კიდევ ერთმა განცხადებამ, სადაც კალაძემ თქვა, რომ საშიში შენობის დემონტაჟი სამი ოჯახი გამო ვერ შეძლეს, რომელსაც კალაძის თქმით, ქირით გადასვლას სთავაზობდნენ და არ გადასდიოდნენ.
სპეციალისტების თქმით, 2023 წლიდან მოქმედებს ახალი დაგდინდება, რომელიც ამ კატეგორიის შენობის დემონტაჟისთვის მობინადრეების სრული უმრავლესობის თანხმობას არ საჭიროებს.
რაც შეეხება დილით არსებულ სურათს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულია. მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება შეზღუდულად აძლევენ.